მეცხრე დღე
დღეს დასრულდა ტრენინგი. გავეცანით ყველა პედაგოგის ნამუშევრებს. ყველამ წარმატებით ჩააბარა დავალებები.ვულოცავ ყველა პედაგოგს ინტელის კურსის მესამე ეტაპის წარმატებით დამთავრებას. დიდ მადლობას ვუხდით ბატონ დავითს.
მერვე დღე
დღეს განვიხილეთ მოცემული დავალებები, გავარკვიეთ რომელ ფაილში უნდა ჩავდოთ ნამუშევრები. განვიხილეთ დრაივის ყველა ელემენტი. დღემ საინტერესოდ ჩაიარა.
მეშვიდე დღე.
გავეცანით შეფასების რუბრიკებს და ჩეკლისტებს.ვისწავლეთ ფოტოებისგან ვიდეო კლიპის შექმნა.კომიქსების შექმნა.ფოტოების გაშარჟება.დღემ საინტერესოდ ჩაიარა.
მეექვსე დღე
განვიხილეთ საავტორო უფლებები.ვისწავლეთ ტექსტის კომენტირება.
სქოლიოს გაკეთება.ობიექტების ჩასმა.გაჯეტების ჩასმა.
მეხუთე დღე.
დღევანდელი დღე საინტერესო იყო.ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება.ვისაუბრეთ უკუკავშირების შესახებ.მოსწავლეების ჯგუფების შექმნაზე.ვიმუშავეთ ბლოგების გაფორმებაზე.კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით.
მეოთხე დღე
დღევანდელი დღე საინტერესო იყო. ვისწავლე სურათების ამჭრა და შენახვა.ხმის ჩაწერა, კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით.
მესამე დღე
მესამე დღე ძალიან საინტერესო იყო.ვისწავლე კითხვარების შედგენა.გავეცანი სხვა პედაგოგების მიერ შედგენილ კითხვარებს.დღევანდელი ტრენინგით კმაყოფილი ვარ .